თბილისის შერიგების ეკლესიის საკვირაო სკოლა

საკვირაო სკოლაში მეცადინეობა 9. 30 საათზე გერმანული ენის გაკვეთილით იწყება. ამის შემდეგ ბავშვები ეკლესიაში იკრიბებიან, სადაც მათ ღთისმსახურების დაწყებამდე პასტორები ლოცავენ. 12. 45 საათზე ბავშვები ზალტეტის სახლში გადაინაცვლებენ, იქ ბიბლიურ ისტორიას ისმენენ, მღერიან, ხატავენ და ხელგარჯილობაში ვარჯიშობენ. ამასთან ორი ასაკობრივი ჯგუფი ფუნქციონირებს: პირველში შედიან 10-13 წლის ბავშვები, მეორე, უფრო მცირე ასაკობრივი ჯგუფი კი 6-9 წლის ბავშვებს აერთიანებს.

საკვირაო სკოლის პედაგოგები განსაკუთრებულ ღვთისმსახურებებსაც ამზადებენ, რომლებიც თბილისის შერიგების ეკლესიაში და სხვა სამრევლოებში ტარდება. განსაკუთრებული სამზადისია ხოლმე საეკლესიო დღესასწაულების - შობის და აღდგომის წინ. ბავშვები მრევლის წევრებს სიმღერებით, პატარა დადგმებით და გამოფენებით ახარებენ. ჩვენს მუშაობაში ხშირად ახალგაზრდებიც არიან ჩართულები: ამჟამად ისინი უფროსების ჯგუფთან ერთად მონაწილეობენ იმ აქტივობებში, რომლებიც პედაგოგებმა სკაუტებთან ერთად მოამზადეს. გარდა ამისა, ეწყობა თემატური ექსკურსიები და ღვთისმსახურებები ბუნების წიაღში.

სელე-ში ბავშვებთან მუშაობის კოორდინატორი გალინა კუზნეცოვაა.

სიახლეები

დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ  ფეისბუქის გვერდზე.

შობა თბილისის საკვირაო სკოლაში

აღდგომა თბილისის საკვირაო სკოლაში

 

დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ  ფეისბუქის გვერდზე.

 

პანდემიის "მეორე ტალღის" დროს დისტანციურ სწავლებაზე გადავედით

პანდემიის დამარცხებისკენ მიმართული შეზღუდვების გამო კვლავ იძულებული გავხდით, დისტანციურ სწავლებაზე გადავსულიყავით. ამჯერად მეცადინეობა ZOOM-ში ტარდება.  

საკვირაო სკოლა პანდემიის ორ ტალღას შორის

ზაფხულში ვისარგებლეთ პანდემიის ორ ტალღას შორის არსებული მდგომარეობით და ბავშვებმა კვლავ შეძლეს კვირაობით საკვირაო სკოლაში სიარული, თუმცა დაინფიცირების საშიშროების გამო არა ეკლესიის შენობაში, არამედ ბაღში, სუფთა ჰაერზე. გარდა ამისა, რამდენიმე ექსკურსია მოვაწყვეთ. 

შემოდგომის „საეკლესიო მაცნეს“ გამოშვებაში თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ საკვირაო სკოლის მუშაობის შესახებ

ჩვენი პედაგოგები:

უფროსების ჯგუფი

ელენა ილინეცი და                       ირინა მამისაშვილი

 

პატარების ჯგუფი

ერთობლივი ღვთისმსახურება

გერმანულ ენაზე

წელიწადში რამდენჯერმე აღვნიშნავთ ერთობლივ ღონისძიებას გერმანულ ენაზე ბავშვიანი ოჯახებისთვის. თუ დაინტერესებული ხართ, მიმართეთ ეპისკოპოს როლფ ბარაის, ის შეგატყობინებთ მომდევნო თარიღების შესახებ.

 

საკვირაო სკოლა ვიდეოთი

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საკვირაო სკოლის ვიდეოების ნახვა შეგეძლებათ აქ.

 

თბილისის საკვირაო სკოლას ფეისბუქის საკუთარი გვერდი აქვს, სადაც სიახლეების შესახებ შეიტყობთ.

 

გამოფენა ბერლინში

ბერლინის ერთერთ რაიონში იყო წარმოდგენილი ჩვენი საკვირაო სკოლის ბაშვების ნახატების სურათები.

ისტორია

თბილისის შერიგების ეკლესიის საკვირაო სკოლას ხანგრძლივი ტრადიცია და ისტორია აქვს. ბავშვებისთვის მეცადინეობები ჯერ კიდევ „არტოს“ ბაღში იმართებოდა. დიდი ხნის განმავლობაში საკვირაო სკოლას პასტორი ჰარი აზიკოვი უძღვებოდა. ბავშვებს ეძლეოდათ შესაძლებლობა, არაჩვეულებრივ გარემოში მოხვედრილიყვნენ. სიყვარულით ვიხსენებთ ყველა ძველ პედაგოგს, რომლებმაც თავიანთი დაუზოგავი შრომითა და ძალისხმევით საკვირაო სკოლის ჩამოყალიბებაში შეიტანეს წვლილი. ესენი არიან: ლარისა ლიზუნოვა, ირინა სიდამონიძე, ლუიზა ჭოხონელიძე, ნატალია გიუნტერი, ალბინა ზოტოვა. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ევა შეფერს: მისი წყალობით ჩვენმა საკვირაო სკოლამ განვითარებისთვის ახალი იმპულსები მიიღო.

"მოუშვით ბავშვები ჩემთან..."

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15