ჩვენი ეკლესიის ისტორია

ევანგელიური ქრისტიანები სამხრეთ კავკასიაში

საქართველოსა და აზერბაიჯანის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია წარმოიშვა ემიგრანტი შვაბებისგან 1817-1818 წლებში. შვიდი ეგრეთ წოდებული კოლონია და გარეუბანი ნოი-ტიფლისი იმ პერიოდში დაარსდა.

ბევრი დაბრკოლების, ეპიდემიების, მოსავლის წარუმატებლობის, და ასევე მე-XIX საუკუნის სპარსელების და თათრების თავდასხმების მიუხედავად, საარაკო შვაბურმა შრომისმოყვარეობამ სამაგალითო შედეგებს მიაღცია სოფლის მეურნეობაში, მევენახეობაში, ხელოსნობაში და, შესაბამისად, უზრუნველყო მათი კეთილდღეობა. სოფლებში ყვაოდა ეკლესიური და საზოგადოებრივი ცხოვრება. მე-XX საუკუნის დასაწყისში 20-ზე მეტ გერმანულ დასახლებაში დაახლოებით 40.000 ლუთერული ქრისტიანი ცხოვრობდა.

 

მეორე მსოფლიო ომი

1941 წელს ჰიტლერის გერმანიისგან საბჭოთა კავშირისთვის ომის გამოცხადების შემდგომ ბევრი გერმანელი გადაასახლეს ყაზახეთში, ბევრიც დახვრიტეს, ეკლესიები დაანგრიეს ან არასათანადო დანიშნულებით გამოიყენებოდა; გერმანელ სამხედრო ტყვეებს 1946 წელს თბილისში თავის ხელით დაანგრევინეს ლუთერული ეკლესია, შესაბამისად, ლუთერული ეკლესია კავკასიაში ფაქტობრივად განადგურდა. 

 

აღორძინება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ

"პერესტროიკის" ხანაში გადარჩენილ გერმანული წარმოშობის მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, 1991 წლიდან კვლავ შეკრებილიყვნენ. მათ გაუჩნდათ ეკლესიური ცხოვრებისა და ეკლეიის აღორძინების სურვილი. თავიდან სხვადასხვა ადგილას იკრიბებოდნენ, საკლასო ოთახებში ან კინოდარბაზში. ვიურტემბერგიდან ჩამოსულმა პასტორ როზერმა მცირე ხნით იზრუნა ეკლესიაზე, სანამ ჰარი აზიკოვი და შემდეგ ვიქტორ მიროშნიჩენკო დაიკავებდნენ ადგილობრივი პასტორების თანამდებობას. 2009 წელს ირინა სოლეი გახდა პირველი ქალი პასტორი სელე-ში. 2012 წელს მას მიჰყვა ალბინა ზოტოვა, რომელიც მოხალისეობრივად ასრულებს პასტორის თანამდებობას. 

ამის შემდგომ დაამყარეს კავშირი პასტორ და პროფესორ დოქტორ ჰუმელთან. იგი ამ პერიოდში  ხელმძღვანელობდა ზაარბრიუკენის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობას. პროფესორ ჰუმელის, შემდგომ ეპისკოპოს ჰუმელის წყალობით მოხდა ეკლესიის ოფიციალური აღორძინება, როგორც ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. მისი ძალისხმევით აშენდა ახალი შერიგების ეკლესია თბილისში, ყოფილი გერმანული სასაფლაოს ადგილზე.

1995 წლის 25 სექტემბერს მოხდა საძირკვლის საზეიმო ჩაყრა.
ეკლესია კი 1997 წლის 26 ოქტომბერს საზეიმო ღვთისმსახურებით აკურთხეს.

2004 წლის მარტში, ეპისკოპოსი ჰუმელის გარდაცვალების შემდგომ, ეპისკოპოსის მსახურებას განაგრძობდნენ დოქტორ ანდრეას შტოკლი (გარდაიცვალა 2006 წ. მაისში), დოქტორ იოჰანეს ლაუნჰარდტი (2008 წლის აპრილამდე), პროპსტი დოქტორ ჰენრიჰ შეფერი (2008 წლის სექტემბრამდე), ჰანს-იოახიმ ქიდერლენი (2017 წლის ოქტომბრამდე) და მარკუს შოხ (2022 წლის აპრილამდე). 2022 წლის მაისს შემდგომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსად  დაინიშნა როლფ ბარაის. 

თბილისის გარდა არსებობს სამრევლოები რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისში, ბორჯომში, ასურეთში, სოხუმში, ბაქოში და საეკლესიო ჯგუფი ერევანში. უფრო მეტი ინფორმაცია ცალკეულ თემებზე შეგიძლიათ გაიგოთ აქ

ჩვენი ეკლესია არის "რუსეთის და სხვა ქვეყნების ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიების კავშირის" (ELKRAS), "ევროპის ევანგელიური ეკლესიების გაერთიანების" (GEKE) და "მსოფლიო ლუთერული კავშირის" (LWB / LWF) წევრი. მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს გერმანიის ევანგელიურ ეკლესიასთან (EKD), განსაკუთრებით კი ჩვენს პარტნიორ, ვიურტემბერგის ევანგელიურ სამხარეო ეკლესიასთან. 

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15