ქალთა წრე თბილისში

თბილისის შერიგების ეკლესიის ქალთა წრე თვეში ორჯერ თავს უყრის პასტორ ირინა სოლეის ხელმძღვანელობით. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ასაკის ჩვენი მრევლის წევრი ქალები და სტუმრები.  განსახილველი თემები მრავალფეროვანია. დასაწყისში დამსწრეები ბიბლიის რომელიმე მონაკვეთზე საუბრობენ, რის შემდეგადაც ისინი ცოცხალ განხილვებზე გადადიან. ასე გავეცანით ბოლო წლებში ფაქტობრივად ყველა ქალის ფიგურას ბიბლიიდან და აღმოვაჩინეთ,  რამდენად ახლოს არიან ისინი ჩვენთან თავიანთი განცდებითა და გრძნობებით და რამდენ რამეში შეიძლება მოგვცენ მაგალითი ღმერთის გულწრფელი და ცოცხალი რწმენისთვის. ქალთა წრე ერთობლივი ლოცვით მთავრდება ხოლმე, რომლის დროსაც ქალები საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის ლოცულობენ. ხშირად ქალები თავად გვთავაზობენ განსახილველად საინტერესო თემებს, ერთმანეთს საკუთარ გასაჭირს და პრობლემებს უზიარებენ და რჩევას თხოვენ. ტრადიციულად წელიწადში ერთხელ ეწყობა ექსკურსია საქართველოს რომელიმე ისტორიული ღირშესანიშნაობის მოსანახულებლად.

 

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15