იოჰან ბერნჰარდ ზალტეტის სახლი


თბილისის შერიგების ეკლესიასთან 1997-2000 წლებში აშენდა პირველი ლუთერული პასტორის და შემდგომ თბილისსა და ამიერკავკასიის ზედამხედველის (1824-1830) სახელობის "იოჰან ბერნჰარდ ზალტეტის სახლი". ის ოფიციალურად გაიხსნა 2000 წლის 8 ივლისს. 

ზალტეტის სახლში მოქმედებს 12 ადგილიანი მოხუცთა სახლი. თავდაპირველად, ის შეიქმნა გერმანელების შთამომავლებისა და მრევლის გაჭირვებული წევრებისათვის. დღესდღეობით აქ სხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობისა მაცხოვრებლებზეც ზრუნავენ. აქ მოხვედრის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის გაჭირვება. მაცხოვრებლებს აქვთ დღეში 3-ჯერადი კვება, ექთნის 24-საათიანი მომსახურეობა და ასევე სამედიცინო დახმარება კვირაში ორჯერ. 

ზალტეტის სახლში ასევე მოქმედებს  სოციალური სასადილო, რომელის მცირე თანხის სანაცვლოდ ექვსი დღე კვირაში დაახლოებით 60 ადამიანს აძლევს კვების საშუალებას. გარდა ამისა, სოციალური სასადილოს მომხმარებლებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში ზალტეტის სახლის სამედიცინო მომსახურეობით ისარგებლონ. 

ზალტეტის სახლში ასევე მდებარეობს მოხუცთა სახლის, სოციალური სასადილოს და სოციალური დახმარების ადმინისტრაცია. პირველ სართულზე განთავსებულია საკვირაო სკოლის, საეკლესიო გუნდის სარეპიტიციო და სამიგრაციო კონცულტაციების ოთახები. 

ზალტეტის სახლი ძირითადად ფინანსდება შემოწირულობებითა და  „საქართველოს ევანგელური ეკლესიისა და დიაკვნის საზოგადოების“ ფონდის მიერ. 

ჩვენი თანამშრომლები

მაია გოცაძე
სოციალური სამსახურისა და იოჰან-ბერნჰარდ ზალტეტის სახლის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: maia_gocadze@mail.ru
ტელეფონი: +995 577 78 87 02

მომვლელები

დასუფთავება

ექიმები

სახლის ტექნიკა

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15